„კრემონეზეს“ ლოჩოშვილის ასისტმა ვერ უშველა - კრემონელების ბედი კონკურენტებზეა დამოკიდებული #1TVSPORT
„კრემონეზეს“ ლოჩოშვილის ასისტმა ვერ უშველა - კრემონელების ბედი კონკურენტებზეა დამოკიდებული #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-ს შეხვედრაში საგოლე გადცემა შეასრულა, მაგრამ „კრემონეზე“ „ბოლონიასთან“ მარცხისგან ვერ იხსნა.

იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩში კრემონელებმა „ბოლონიას“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლეს. „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველი არ იყო და მოედანზე მხოლოდ 64-ე წუთზე გამოჩნდა.

შეხვედრა „ბოლონიის“ სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, რომელმაც თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა – კრემონელთა კარი არნაუტოვიჩმა (14), ფერგიუსონმა (27) და პოშმა (45+1) აიღეს.

სტუმრებმა მეორე ტაიმში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და ორი გოლი გაიტანეს – თავი ორსოლინიმ (63) და სანსონემ (80) გამოიჩინეს. „კრემონეზემ“ ერთადერთი გოლი 90+1-ე წუთზე გაიტანა – ლუკა ლოჩოშვილის გადაცემით დანიელ ჩიოფანიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:5.

ეს წაგება „კრემონეზესთვის“ განაჩენის ტოლფასი აღმოჩნდა – 36 მატჩის შემდეგ გუნდი 24 ქულით მე-19 ადგილზეა და ლიგაში დარჩენის მიზერულ შანსიღა დარჩა. კონკურენტები – „სპეცია“ (30) და „ვერონა“ (30) ტურის მატჩში ქულას მაინც თუ მოიპოვებენ, ქართველი მცველის გუნდი სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე სერია B-ში გავარდება.