„კრემონეზემ“ თამაში გადაარჩინა - ლუკა ლოჩოშვილმა მაღალი შეფასება დაიმსახურა #1TVSPORT
„კრემონეზემ“ თამაში გადაარჩინა - ლუკა ლოჩოშვილმა მაღალი შეფასება დაიმსახურა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „რეჯიანას“ დაუპირისპირდა და მატჩი ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გადაარჩინა.

„კრემონეზე“ „რეჯიანას“ იტალიის სერია B-ს მე-5 ტურში ესტუმრა და პირველ ტაიმში ორი გოლი გაუშვა. ორივე გოლი სტეფანო პეტინარიმ გაიტანა. მან მე-15 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, ხოლო მასპინძელთა უპირატესობა 23-ე წუთზე გაზარდა.

„კრემონეზემ“ თამაშის გადარჩენა მაინც შეძლო. 66-ე წუთზე სხვაობა მიკელე კოლოკოლომ შეამცირა, ხოლო 87-ე წუთზე გამოცდილმა მასიმო კოდამ ანგარიში გაათანაბრა და კრემონელებს ქულა მოუტანა.

ლუკა ლოჩოშვილმა ორივე გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ქართველი მცველის თამაში „ფლეშსქორმა“ 7.7 ქულით შეაფასა. მასზე უკეთესი ქულა მხოლოდ კრემონელთა ლიდერმა, ლეონარდო სერნიკოლამ (7.8) მიიღო.

„კრემონეზე“ 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-9 პოზიციაზეა.