„კრემონეზემ“ სერია A-ში გადასასვლელი პლეი ოფის ნახევარფინალში „კატანძარო“ დაამარცხა #1TVSPORT
„კრემონეზემ“ სერია A-ში გადასასვლელი პლეი ოფის ნახევარფინალში „კატანძარო“ დაამარცხა #1TVSPORT

კრემონეზემ“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, სერია A-ში გადასასვლელი პლეი ოფის ნახევარფინალში „კატანძარო“ დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მედტოქე „ვენეცია“ იქნება, რომელმაც ორმატჩიან დაპირისპირებაში „პალერმოს“ სძლია – 2:1, 1:0.

სერია B-ს პლეი ოფის ნახევარფინალი ორმატჩიანი იყო – პირველი შეხვედრა 21 მაისს 2:2 დასრულდა. მეორეში ქართველი მცველი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე შევიდა. კრემონელებმა მატჩის პირველივე ნახევარში დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 3:0 მოიგეს, საბოლოოდ კი მეტოქე 4:1 დაამარცხეს.

ფინალიც ორმატჩიანი იქნება – 30 მაისს შეხვედრას „კრემონეზე“ უმასპინძლებს, ხოლო 2 ივნისს – „ვენეცია“.