„კრემონეზე“ თურქულ გუნდს დაუზავდა - ლოჩოშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა #1TVSPORT
„კრემონეზე“ თურქულ გუნდს დაუზავდა - ლოჩოშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა თურქულ „გოზტეპესთან“ გამართა და მატჩი ფრედ დააასრულა – 1:1.

ლუკა ლოჩოშვილი თავიდან კრემონელთა სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი შეცვლაზე შევიდა. ანგარიში მე-15 წუთზე „კრემონეზეს“ არგენტინელმა ნახევარმცველმა, ფრანკო ვასკესმა გახსნა, მაგრამ თურქებმა 29-ე წუთზე ტახა ალტიკარდეშის დარტყმით წონასწორობა აღადგინეს.

„კრემონეზეს“ მწვრთნელმა მეორე ნახევარში ყველა მოთამაშე შეცვალა და ლუკა ლოჩოშვილი მოედანზე გამოჩნდა. მომენტების მიუხედავად, მეტოქეებმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხეს და იტალიურ-თურქული დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

მოსამზადებელ ეტაპზე კრემონელებმა უკვე მესამე საკონტროლო მატჩი გამართეს და პირველად მხოლოდ დღეს ვერ მოიგეს. აქამდე ლოჩოშვილის გუნდმა სამოყვარულო „პიევე დი ბონო“ 18:0 დაამარცხა, ხოლო დაბალი ლიგის „ლუმეზანე“ – 2:1.

„კრემონეზე“ მოსამზადებელ ეტაპზე შემდეგ შეხვედრას 4 აგვისტოს გამართავს. ქართველის გუნდი დაბალლიგელ „ჯიანა ერმინიოს“ დაუპირისპირდება.