„კრემონეზე“ სერია A-ში გადავიდა - ლოჩოშვილი „სალერნიტანაში“ იჯარის დასრულების შემდეგ გუნდს უნდა დაუბრუნდეს #1TVSPORT
„კრემონეზე“ სერია A-ში გადავიდა - ლოჩოშვილი „სალერნიტანაში“ იჯარის დასრულების შემდეგ გუნდს უნდა დაუბრუნდეს #1TVSPORT

კრემონეზემ“, რომელსაც ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერი ეკუთვნის, სერია B-ს პლეი ოფის საპასუხო მატჩში „სპეცია“ 3:2 დაამარცხა და სერია A-ში გადავიდა.

ჯოვანი სტროპას გუნდმა პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 0:0 დაასრულა და, შედეგიდან გამომდინარე, საპასუხო შეხვედრაში ფავორიტად მასპინძელი „სპეცია“ მიიჩნეოდა, მაგრამ „კრემონეზემ“ შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და დამსახურებულად მოიგო.

79-ე წუთზე კრემონელები 3:0 იგებდნენ. მართალია, „სპეციამ“ გაიბრძოლა, ორი ბურთი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა და „კრემონეზე“ იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ფეხბურთელია და გასულ სეზონში იჯარით „სალერნიტანაში“ თამაშობდა. ქართველი მცველი მომავალი სეზონიდან, სავარაუდოდ, გუნდში დაბრუნდება და კვლავ სერია A-ში ითამაშებს.