„კრემონეზე“ „მონცასთან“ დამარცხდა - ლუკა ლოჩოშვილს არ უთამაშია #1TVSPORT
„კრემონეზე“ „მონცასთან“ დამარცხდა - ლუკა ლოჩოშვილს არ უთამაშია #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში მე-18 ტურის შეხვედრა ჩაატარა „კრემონეზემ“. ლუკა ლოჩოშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე „მონცას“ შეხვდა და 2:3 დამარცხდა.

კრემონელთა მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალვინის გადაწყვეტილებით, ქართველი მცველი სათადარიგოთა შორის დარჩა.

„მონცამ“ პირველ ტაიმში „კრემონეზეს“ ორი გოლი გაუტანა – ჯერ პატრიკ ჩურიამ გახსნა ანგარიში, შემდეგ კი კარპარიმ გაიტანა და შესვენებაზე სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში კარპარიმ დუბლით „მონცა“ 3:0 დააწინაურა. „კრემონეზემ“ დარჩენილ დროში მთელი ძალებით შეუტია. 67-ე წუთზე კლოფანიმ ერთი ბურთი გაქვითა, მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დესერსმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. შეხვედრის ბოლო წუთები მასპინძლებმა შეტევაში გაატარეს, რეალური მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ „მონცა“ გადარჩა და, საბოლოოდ, შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანაც მოახერხა.

სერია A-ში 18 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ ერთდერთი გუნდია, რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია (7 ფრე, 11 წაგება) და სატურნირო ცხრილში 7 ქულით ბოლო ადგილზეა.