„კრემონეზე“ დამარცხდა და სერია A-დან გავარდნის რეალური კანდიდატია #1TVSPORT
„კრემონეზე“ დამარცხდა და სერია A-დან გავარდნის რეალური კანდიდატია #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილიკრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და „ატალანტას“ წინააღმდეგ სერია A-ს შეხვედრა ჩაატარა, მატჩი კი სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრა „კრემონეზემ“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ მეტოქესთან საკუთარ სტადიონზე ჩაატარა. საქართვეელოს ნაკრების მცველი მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა, 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 67-ე წუთზე კი შეცვალეს.

ანგარიში 44-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ფლანგური გადაცემა მცველმა მოიგერია, მაგრამ პენალტის ნიშნულთან მარტო დარჩენილმა მარტენ დე რუნმა ზუსტად დაარტყა და „ატალანტა“ დააწინაურა – 1:0.

შესვენების შემდეგ „კრემონეზემ“ სწრაფად მოახერხა ანგარიშის გათანაბრება – 56-ე წუთზე ბერგამოელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დანიელ ჩოფანიმ უნაკლოდ შეასრულა 1:1.

73-ე წუთზე ჯერემი ბოგამატალანტა“ ისევ დააწინაურა, 90+3-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ადემოლა ლუკმენმა დააფიქსირა – 3:1 „ატალანტას“ სასარგებლოდ.

კრემონეზე“ 28 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა. სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე ლუკა ლოჩოშვილის გუნდი სერია A-დან გავარდნის რეალური კანდიდატია.