კრემლში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირს უარყოფენ
კრემლში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირს უარყოფენ

კრემლი გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირს უარყოფს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„მტკიცედ უარვყოფ ამ შემთხვევის, ამ მკვლელობის კავშირს ოფიციალურ რუსეთთან“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. როგორც დასავლური მედია წერს, მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, 49 წლის მამაკაცი. „ბიბისი“ წერს, რომ „ბერლინში გახიზნული ჩეჩენი, რომელიც რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა, ბერლინის პარკში, სავარაუდოდ რუსმა აგენტმა მოკლა“.