კრემლის ცნობით, ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები სტამბოლში მიდიოდნენ და ბელარუსთან კავშირი არ აქვთ
კრემლის ცნობით, ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები სტამბოლში მიდიოდნენ და ბელარუსთან კავშირი არ აქვთ

ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები სტამბოლში მიდიოდნენ და ბელარუსთან არავითარი კავშირი არ აქვთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, კრემლში ამბობენ, რომ მოსკოვი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას არ გეგმავს. პესკოვმა დაკავებულები უსაფრთხოების კერძო კომპანიის თანამშრომლებად მოიხსენია.

„ახლა დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსი მოქალაქეები ბელარუსში ტრანზიტით იმყოფებოდნენ. დაკავებულებს სტამბოლის ბილეთები ჰქონდათ და შემდეგ უნდა განეგრძოთ მოგზაურობა. მათი იქ ყოფნა ბელარუსთან ან ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან არავითარ კავშირში არ ყოფილა“, – აცხადებს პესკოვი.

ბელარუსის დედაქალაქში რუსეთის მოქალაქეები 29 ივლისს დააკავეს. ბელარუსში გამოძიება ტერაქტის მომზადების ბრალდებით მიმდინარეობს. მინსკში ამბობენ, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები არიან, რომელიც ბელარუსში წინასაარჩევნოდ დესტაბილზიაციის მოსაწყობად ჩავიდნენ.

​ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება იგეგმება.