კრემლი - პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურეს
კრემლი - პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას სირიაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს, – ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება. კრემლის ინფორმაციით, მხარეებმა სირიაში პოლიტიკური დარეგულირების მნიშვნელობა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მხარდაჭერა დაადასტურეს.

ამას გარდა, პუტინმა და ერდოღანმა რუსულ-თურქული ურთიერთობები 3 აპრილს ანკარაში გამართული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით განიხილეს. კრემლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტებმა ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.