კრება, შეკრება და მიზნები - „კოლხეთი 1913“ ლიგა2-ში დაბრუნებას გეგმავს
კრება, შეკრება და მიზნები - „კოლხეთი 1913“ ლიგა2-ში დაბრუნებას გეგმავს
ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა გუნდი შეკრიბა და ფეხბურთელებს მომავალ პერსპექტივებზე და არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა.
 
სეზონისწინა მიზნის სისრულეში მოყვანას „კოლხეთი 1913“-ში შეკრებილი ფოთელი და მიწვეული ფეხბურთელები შეეცდებიან – გუნდს მიზნად მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ლიგა 2 -ში დაბრუნება დაუსახეს.
ფოთელები მზადებას 24 ფეხბურთელის შემადგენლობით შეუდგნენ, ხოლო უახლოეს პერიოდში, ამხანაგური მატჩების შემდეგ გაირკვევა, გუნდთან კონტრაქტს ვინ გააფორმებს.
25 თებერვალს „კოლხეთი“ ურეკში ამხანაგურ მატჩში ქობულეთის „შუქურას“ შეხვდება, 1 თებერვალს წყალტუბოში „სამგურალს“ ესტუმრება, ხოლო 7 თებერვალს მარტვილში „მერანს“ დაუპირისპირდება.
ამის შემდეგ გუნდში ჩარიცხული ფეხბურთელები ურეკში 12-დღიან შეკრებაზე გაემგზავრებიან და წინასასეზონო მზადების ერთ-ერთ ეტაპს გაივლიან.