კრასნოიარსკის მხარეში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
კრასნოიარსკის მხარეში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ 13 ადამიანს. ინციდენტის შედეგად საავადმყოფოში 14 ადამიანია გადაყვანილი, რომელთაგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მდინარე სეიბაზე არსებული კაშხალი გადაუღებელი წვიმების შემდეგ გაირღვა. ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოქროს მომპოვებელ კომაპანია „სიბზოლოტოს“ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. სწორედ ეს კომპანია ფლობს ოქროს მომპოვებელ არტელს იმ ზონაში, სადაც კაშხალი გაირღვა.

კრასნოიარსკის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელის, იური ლაპშინის განცხადებით, ჰიდრო-ტექნიკური ობიექტი თვითნებურად იყო აშენებული და ყველა კანონი დარღვეულია.

დატოვე კომენტარი