დრონების შეტევის შედეგად კრასნოდარში, Wildberries-ის ერთ-ერთ უმსხვილეს ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა

09:20, 22.07.2026

გასულ ღამეს რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ერთ-ერთ უმსხვილეს ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობებით, ​დრონების დარტყმების შემდეგ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა კრასნოდარის შემოგარენშიც.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებზეც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ხანძრის რამდენიმე კერაა დაფიქსირებული. თვითმხილველების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში 20–30 აფეთქების ხმა გაისმა. მათი თქმით, საჰაერო განგაშის სირენა მხოლოდ ინციდენტის შემდეგ ჩაირთო, ისიც დაახლოებით ორი წუთით, შემდეგ კი გაითიშა.

წინასწარი ინფორმაციით, შეტევის სამიზნე რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი, Wildberries-ის ლოგისტიკური ჰაბი იყო, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაცია შესაძლო დაზარალებულებისა და ზარალის შესახებ ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

მსგავსი