კრამნიკი ერთპიროვნული ლიდერი გახდა
კრამნიკი ერთპიროვნული ლიდერი გახდა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გრძელდება პრეტენდენტთა ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც მიიღებს უფლებას – საჩემპიონო მატჩში დაუპირისპირდეს ტიტულის მფლობელს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს.

ორშაბათს, მესამე ტურის პარტიები გაიმართა:

ლევონ არონიანი (სომხეთი) – ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) 0:1
სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) 0,5:0,5
უესლი სო (აშშ) – დინ ლიჟენი (ჩინეთი) 0,5:0,5
ფაბიანო კარუანა (აშშ) – შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5

მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:
1. კრამნიკი – 2,5 ქულა
2-3. მამედიაროვი, კარუანა, – 2 ქულა
4-5. გრიშჩუკი, დინ ლიჟენი – 1.5 ქულა
6-7. არონინანი, კარიაკინი – 1 ქულა
8. უესლი სო – 0.5

ტურნირი ორწრიანია და ჯამში 14 ტური ჩატარდება. საპრიზო ფონდი 420 ათას ევროს შეადგენს.