კრამატორსკზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა, ხარკოვის ოლქზე იერიშის შედეგად დაშავებულია ოთხი პირი

01:34, 17.08.2026

კრამატორსკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია დონეცკის ოლქის პროკურატურასა და დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის არმიამ კრამატორსკზე იერიშებისთვის „გერანი-2“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი  გამოიყენა.

დარტყმის სამიზნე ქალაქის ცენტრში მდებარე სამოქალაქო საწარმო გახდა.

ამასთან, თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა რამდენიმე კერძო საცხოვრებელი სახლიც.

მსგავსი