კრამარიჩმა დუბლი შეასრულა - ხორვატიამ კანადა 4:1 დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
კრამარიჩმა დუბლი შეასრულა - ხორვატიამ კანადა 4:1 დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ხორვატია და კანადა დაუპირისპირდნენ. რა თქმა უნდა, ფავორიტებად  მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები მიიჩნეოდნენ, მაგრამ მატჩი ხორვატებისთვის შოკისმომგვრელად დაიწო.

 

 

კანადელთა შეტევა გუნდის ლიდერმა, ალფონსო დევისმა მე-2 წუთზე თავური დარტყმით დააგვირგვინა და მიმდინარე მუნდიალზე ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა — 1:0.

ხორვატებმა თამაშის შემოტრიალება პირველსავე ტაიმში მოახერხეს — ჯერ კრამარიჩის (36), შემდეგ კი ლივაიას (44) გოლებით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები დაწინაურდნენ — 2:1.

მატჩის მეორე ნახევარში თითქმის თანაბარი ბრძოლა იყო. ორივე გუნდი მაღალ ტემპს ინარჩუნებდა და სახიფათოდ უტევდა. კანადელებს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ და ცდილობდნენ, მეტოქის ნახევარზე უფრო ხშირად გადასულიყვნენ, რითიც ხორვატებმა ისარგებლეს და მოწინააღმდეგე კონტრშეტევაზე დაიჭირეს. 70-ე წუთზე კრამარიჩმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა — 3:1. დამატებულ წუთებზე ისევ ხორვატებმა იმარჯვეს — ლოვრო მაიერმა კანადელთა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:1.

F ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 23.11.2022 14:00 მაროკო-ხორვატია 0:0
I ტური 23.11.2022 23:00 ბელგია-კანადა 1:0
II ტური 27.11.2022 17:00 ბელგია-მაროკო 0:2
II ტური 27.11.2022 20:00 ხორვატია-კანადა 4:1
III ტური 01.12.2022 19:00 კანადა-მაროკო :
III ტური 01.12.2022 19:00 ხორვატია-ბელგია :

 

F ჯგუფი
1 ხორვატია 2 1 1 0 4-1 4
2 მაროკო 2 1 1 0 2-0 4
3 ბელგია 2 1 0 1 1-2 3
4 კანადა 2 0 0 2 1-5 0