„კრაკოვიას“ მწვრთნელი - „ლეგიასთან“ ოთარ კაკაბაძის დაბრუნება გუნდისთვის დიდი შვებაა #1TVSPORT
„კრაკოვიას“ მწვრთნელი - „ლეგიასთან“ ოთარ კაკაბაძის დაბრუნება გუნდისთვის დიდი შვებაა #1TVSPORT

ვარშავაში „კრაკოვიასა“ და „ლეგიას“ მატჩამდე (17 დეკემბერს გაიმართება) კრაკოვულ კლუბში საკადრო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. გუნდს დისკვალიფიცირებული ოთარ კაკაბაძე და ტრავმირებული მიხალ რაკოჩი დაუბრუნდნენ. გუნდის მთავარი მწვრთნელის, იაცეკ ზიელინსკის თქმით, ეს „კრაკოვიასთვის“ დიდი შვებაა.

„პოლონეთის ექსტრაკლასაში სამ დღეში ორი შეხვედრა გველის ვრაშავის „ლეგიასთან“. სატურნირო ცხრილის ბოლოში ვართ და დაცვაში დიდი პრობლემები შეგევქმნა – ლუკას გროსო, იაკუბ იუგასი და პაველ იაროჟინსკი ავადმყოფობის შემდეგ თამაშს კვლავ ვერ ახერხებენ, ვირუსი აქვს მატეუშ ბოჩნაკსაც და უცნობია, იქნება თუ არა ვარშავაში გუნდთან ერთად.

ასეთ დროს ოთარ კაკაბაძისა და მიხალ რაკოჩის დაბრუნება ძალიან კარგი ამბავი. ახლა „კრაკოვია“ გასავარდნ ზონაშია და თითოეული მოთამაშის ჯანმრთელობა გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

ვითარების სიმძიმეს ვაცნობიერებთ. „ლეგიასთნ“ ზედიზედ ორი თამაში იოლი არ იქნება. თუმცა, მოწინააღმდეგის კლასის მიუხედავად, ქულები უნდა დავაგროვოთ, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ.

არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა, რომ სატურნური თვალსაზრისით ასე ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ ეს ვითარება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა და ახლა ისღა დაგვრჩენია, სიტუაცია გამოვასწოროთ“, – ამბობს იაცეკ ზიელინსკი.

„კრაკოვია“ პოლონეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, „ლეგია“ კი მეხუთეზე. „კრაკოვია“ მეტოქეს 17 დეკემბერს ვარშავაში ესტუმრება, ხოლო სამი დღის შემდეგ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.