კოვტალიუკი უკრაინის საუკეთესოებშია
კოვტალიუკი უკრაინის საუკეთესოებშია

მიკოლა კოვტალიუკი უკრაინის საუკეთესო 11 ლეგიონერს შორის დაასახელეს. გორის „დილას“ ლეგიოონერი გამოცემა footboom-მა აღიარა.

კოვტალიუკი საპატიო სიაში მოხვდა. footboom-ის სიაშია უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრები არიან – რუსლან მალინოვსკი („გენკი“, ბელგია), გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი რომან იარემჩუკი („გენტი“, ბელგია), ალექსანდრე ზინჩენკო („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), ევგენი სელეზნიოვი („აკხისარი“, თურქეთი), ევჰენი მაკარენკო („ანდერლეხტი“, ბელგია), რომან ზუზულია („ალბასეტე“, ესპანეთი), ვასილი კრავეცი („ლუგო“, ესპანეთი)

შეგახსენებთ, რომ გორის „დილას“ თავდამსხმელმა გუნდს ჩემპიონატში არა ერთი მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა და 21 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილი დაიკავა.