კოვტალიუკი მაინც წავიდა - დილას თავდამსხმელი სამხრეთ კორეაში ითამაშებს
კოვტალიუკი მაინც წავიდა - დილას თავდამსხმელი სამხრეთ კორეაში ითამაშებს

მიკოლა კოვტალიუკი სამხრეთ კორეის კლუბში გადავიდა – საფეხბურთო კლუბ გორის დილას თავდამსხმელი კარიერას ანიანში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის პრე-სამსახურმა დაადასტურა.

გორელები დიდხანს იმედოვნებდნენ, რომ 23 წლის კოვტალიუკს შეინარჩუნებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, უკრაინელამ ლეგიონერმა კროსტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ამბიციურ კლუბში გამოსვლას სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობა ამჯობინა.

კოვტალიუკი საქართველოში 2017 წელს ჩამოვიდა და ფოთის კოლხეთში გამოდიოდა, საიდანაც თბილისის დინამოში მიიწვიეს. თბილისურ კლუბში თავი ვერ გამოიჩინა, გორის დილაში გადასული ფეხბურთელი 2018 წელს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა – კოვტალიუკმა სეზონში 21 გოლი გაიტანა და გიორგი გაბედავა და ბუდუ ზივზივაძეს (22-22) მხოლოდ ერთი მაჩვენებლით ჩამორჩა.

დატოვე კომენტარი