კოვტალიუკი ბომბარდირობისთვის ბოლომდე იბრძოლებს 
კოვტალიუკი ბომბარდირობისთვის ბოლომდე იბრძოლებს 

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 35-ე ტურში, გორის „დილამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშთ დაამარცხა.

43-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა ანგარიში გახსნა – 1:0. 75-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა „დილას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. 89-ე წუთზე, მიკოლა კოვტალუკმა პენალტი ზუსტად შეასრულა და დუბლი მიითვალა, ხოლო 90+3 წუთზე დავით რაჟამაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „დილამ“ 4:0 გაიმარჯვა.

კოვტალიუკს ამ დუბლით 20 გოლი დაუგროვდა და საჩხერეს „ჩიხურას“ თავდამსხმელს, გიორგი გაბედავას დაეწია. 22 გოლით კი საუკეთესო მეგოლეებში თბილისის „დინამოს“ ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე ლიდერობს.