კოვინგტონი „ჰიუსტონში“ გადადის, კაპელა „როკეთსს“ ემშვიდობება
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ზამთრის სატრანსფერო სეზონის ამოწურვამდე 1 დღე რჩება. ამერიკული მედია, კერძოდ კი ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს ინფორმაციას საინტერესო გაცვლის შესახებ.
„ესპნ“-ის (ESPN) ექსპერტის მტკიცებით მოხდა გაცვლა, რომელშიც ლიგის 4 გუნდი მონაწილეობს. „ჰიუსტონი“ „მინესოტას“ ფორვარდით რობერტ კოვინგტონით გაძლიერდა. ამისათვის ტეხასელებს ჯამში სულ 3 მოთამაშის დათმობა მოუწია. კოვინგტონთან ერთად „როკეთსში“ ჯორდან ბელიც გადადის. აღნიშნული გაცვლის თანახმად ტეხასური გუნდი კლინტ კაპელასა და ნენეს „ატლანტა ჰოკსში“ უშვებს. „მინესოტა“ შეთანხმების შედეგად მალიკ ბიზლის, ხუან ერნანგომესს, ჯარედ ვანდერბილტს, ევან ტერნერსა და დრაფტის პირველი პიკს მიიღებს. „დენვერი“ კი ჯერალდ გრინით, პირველი წრის პიკით, კეიტა ბეიტს-დიოპით, ნოა ვოლნესითა და შაბაზ ნაპიერით გაძლიერდება.
წყაროს ცნობით, გუნდებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და სულ მალე გაცვლის შესახებ კალათბურთელებს შეატყობინებენ.
Among the serious candidates to emerge as a new fourth team in this trade scenario, league sources tell ESPN: The Denver Nuggets. Talks with teams elsewhere are ongoing too. https://t.co/77s2keXl9a
— Adrian Wojnarowski (@wojespn) February 5, 2020
ESPN Sources: 4-team trade agreement: Houston: Robert Covington; Atlanta: Clint Capela and Nene; Minnesota: Malik Beasley, Juancho Hernangomez, Evan Turner, ATL 1st round pick via Nets; Denver: Gerald Green, Houston FRP.
— Adrian Wojnarowski (@wojespn) February 5, 2020