კოვიდშეზღუდვების დაწესებამდე ლიგა 2-ში ტურის ჩატარება მოასწრეს - ლიდერებმა ისევ მოიგეს #1TVSPORT
კოვიდშეზღუდვების დაწესებამდე ლიგა 2-ში ტურის ჩატარება მოასწრეს - ლიდერებმა ისევ მოიგეს #1TVSPORT

შეზღუდვების დაწესებამდე ეროვნულ ლიგა 2-ში 22-ე ტურის ჩატარება მოესწრო. მოულოდნელი შედეგი მხოლოდ მარტვილში დაფიქსირდა, სადაც ერთ-ერთმა ლიდერმა „მერანმა“ ზუგდიდის „დინამოსთან“ მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო.

ორივე ლიდერმა გაიმარჯვა. გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ვიტ ჯორჯია“ ბოლნისის „სიონთან“ დამარცხდა – 1:2. სტუმრები ზურაბ სეხნიაშვილის ავტოგოლით 39-ე წუთზე დაწინაურდნენ. „ვიტ ჯორჯიამ“ 2 წუთში შოთა ავლოხაშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ ბოლნისელებს გამარჯვება 56-ე წუთზე გატანილი გოლით ლუკა ხორხელმა მუტანა.

„გაგრამ“ თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში თბილისის „მერანი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა. თამაზ მაქაცარიამ დუბლი (31, 87) შეასრულა, ერთიც გიორგი ვეკუას (80) ანგარიშზეა, „მერანიდან“ კი თავი რევაზ გეწაძემ (41) გამოიჩინა.

 

გაგრა – მერანი თბ. 3:1

ვიტ ჯორჯია – სიონი 1:2

გარეჯი – შევარდენი 1906 1:1

მერანი მრ – დინამო ზგ 1:1

ჩიხურა – რუსთავი 0:3