„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ბრიტანეთში კარანტინი უკვე მეორედ გამოცხადდა
„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ბრიტანეთში კარანტინი უკვე მეორედ გამოცხადდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ქვეყანაში კარანტინი უკვე მეორედ გამოაცხადა.

„ბიბისის“ ცნობით, ახალი შეზღუდვები 5 ნოემბრიდან შევა ძალაში და 2 დეკემბრამდე გასტანს.

რეგულაციების მიხედვით, დაიხურება რესტორნები და კაფე-ბარები, თუმცა მუშაობას განაგრძობს სასურსათო მაღაზიები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ასევე მოქალაქეები შეძლებენ ღია ცის ქვეშ სავარჯიშოდ გასვლასა და სამსახურში სიარულს, თუკი დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა არ ექნებათ.