კოვაჩიჩი „ჩელსის“ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
კოვაჩიჩი „ჩელსის“ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

მატეო კოვაჩიჩი „ჩელსიში“ 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, – წერს ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

გამოკითხვა „ჩელსის“ გულშემატკივრებს შორის ჩატარდა და ყველაზე მეტი ხმა კოვაჩიჩმა მიიღო.

ხორვატი ფეხბურთელი ლონდონურ გრანდში მადრიდის „რეალიდან“ 2018 წელს იჯარის წესით გადავიდა, წელს კი „ჩელსის“ ხელმძღვანელობამ კოვაჩიჩი 45 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

გასულ სეზონში 26 წლის ნახევარმცველმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.