კოვაჩიჩი „ბაიერნის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
კოვაჩიჩი „ბაიერნის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT

„ჩელსის“ ფეხბურთელის, მატეო კოვაჩიჩის შეძენას „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს.

გერმანული გამოცემა Bild-ი იუწყება, რომ მიუნხენელთა დამრიგებელი თომას ტუხელი პირადად არის კოვაჩიჩის გუნდში გადმოყვანით დაინტერესებული და, შესაბამისად, „ბაიერნის“ ერთ-ერთ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ლონდონური კლუბის ხორვატი ლეგიონერია.

ტუხელი კოვაჩიჩის შესაძლებლობებს კარგად იცნობს და გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ მოთამაშეს „ბაიერნის“ ნახევარდაცვის გაძლიერება შეუძლია.

კოვაჩიჩი „ჩელსიში“ 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან „ჩელსის“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.