კოვაჩი „მონაკოს“ მწვრთნელობიდან დაითხოვეს #1TVSPORT
კოვაჩი „მონაკოს“ მწვრთნელობიდან დაითხოვეს #1TVSPORT

„მონაკომ“ მთავარი მწვრთნელის პოსტოდან დაითხოვა ნიკო კოვაჩი. ამის შესახებ ხორვატ სპეციალისტს ორი დღის წინ აცნობეს.

კოვაჩი მონეგასკურ კლუბს 2020 წლის ივლისიდან ავარჯიშებდა. მისი კონტრაქტი „მონაკოსთან“ 2023 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.

საფრანგეთის ჩემპიონატის 19 ტურის შემდეგ, „მონაკოს“ 29 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.

ფრანგული კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს პერიოდში დაასახელებს.