კოუტინიოს „ბაიერნში“ დარჩენა სურს
კოუტინიოს „ბაიერნში“ დარჩენა სურს

ესპანური „ბარსელონას“ ფეხბურთელ ფილიპე კოუტინიოს, რომელიც იჯარის წესით „ბაიერნში“ ასპარეზობს, გერმანულ კლუბში დარჩენა სურს. მიუნხენელებმა 27 წლის ბრაზილიელი „ბარსელონადან“ წინა სეზონზე დაიმატეს.

„მე „ბაიერნში“ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, ამიტომ აქ დარჩენას მინიმუმ ერთი წელი კიდევ ვგეგმავ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი სურვილია კლუბში დარჩენა“, – ციტირებს კოუტინიოს ესპანური გამოცემა „მარკა“.

მიმდინარე სეზონზე ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე სამი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემაა. პორტალი transfermarkt.de კოუტინიოს 90 მილიონ ევროდ აფასებს.