კოულ პალმერმა შეიძლება „ჩელსი“ ზაფხულში დატოვოს #1TVSPORT
კოულ პალმერმა შეიძლება „ჩელსი“ ზაფხულში დატოვოს #1TVSPORT

„ჩელსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოულ პალმერმა, შესაძლოა, 2025 წლის ზაფხულში დატოვოს კლუბი.

ინტერნეტ-გამოცემა TeamTalk წერს, რომ თუ „ჩელსი“ ვერ მოხვდება მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე, ლონდონური კლუბი განიხილავს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას. იტყობინებიან, რომ პალმერის კონტრაქტში შეიძლება იყოს პუნქტი, რომელიც ფეხბურთელს აძლევს შესაძლებლობას – დატოვოს „ჩელსი“ ევროთასებზე ვერმოხვედრის შემთხვევაში.

ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის ფონზე, ინგლისურ პრესაში დაწერეს, რომ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი შეიძლება დატოვოს ენცო მარესკას. თუმცა ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა არ აპირებს ამგვარი ნაბიჯის გადადგმას, რადგან მიაჩნია, რომ იტალიელი სპეციალისტი სწორი კანდიდატურაა ამ სამუშაოსთვის.