Daily Mail - კოულ პალმერი მზად არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასასვლელად #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი კოულ პალმერი მზად არის, განიხილოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა, – წერს გაზეთი Daily Mail-ი.
წყაროს ცნობით, 24 წლის ინგლისელს ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში სურდა მანჩესტერულ კლუბში გადასვლა და ახლა გამოთქვამს მზადყოფნას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში, თუ „იუნაიტედი“ კვლავინდებურად არის დაინტერესებული ტრანსფერის განხორციელებით.
იმის გამო, რომ ამ მომენტისთვის „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრიორიტეტია სხვა პოზიციები შემადგენლობაში, კლუბმა დრო აიღო მოსაფიქრებლად და არ იჩქარებს რაიმე გადაწყვეტილების მიღებას.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ პალმერს ენატრება მანჩესტერში ცხოვრება. ის „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილია და „ჩელსიში“ 2023 წლის სექტემბერში გადავიდა.
ამ სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.