კოტე ყუბანეიშვილმა აქციაზე იმღერა

პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა. მან თავის გამოსვლაში აქციაზე შეკრებილებს უმღერა: „დღეს ბიძინას გადაგდების დღეა“.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე ოპოზიციის ლიდერებმა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვებს შლიან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს ეზოს შესასვლელ კარს ბოქლომიც დაადეს. როგორც მათ აქციაზე განაცხადეს, არც ერთ ერთ დეპუტატს არ მიეცემა საკანონდებლო ორგანოში შესვლის უფლება.