კოსტა-რიკაში სამართალდამცველებმა 1,4 ტონა კოკაინი ამოიღეს
კოსტა-რიკაში სამართალდამცველებმა 1,4 ტონა კოკაინი ამოიღეს

კოსტა-რიკაში სამართალდამცველებმა ანტინარკოტიკული ოპერაციის შედეგად,  1,4 ტონა კოკაინი ამოიღეს. სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ქვეყნის სამხრეთ სანაპიროსთან დააკავეს კატარღა, რომელსაც ნარკოტიკის მსხვილი პარტია გადაჰქონდა.

ნავზე მყოფმა სამმა კოლუმბიელმა პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული კონტრაბანდული ტვირთი ზღვაში გადააგდო და სანაპიროზე მიმალვა სცადა, თუმცა ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს,

კონტრაბანდული ტვირთი კოსტა-რიკაში მიმდინარე წელს აღმოჩენილი ნარკოტიკის უმსხვილესი პარტია აღმოჩნდა.

კონტრაბანდისტები კოსტა-რიკის სანაპირო წყლებს ხშირად იყენებენ სამხრეთ ამერიკიდან აშშ-ში ნარკოტიკის უკანონო ტრანსპორტირებისთვის. ოფიციალური მონაცემებით, კოსტა-რიკის ხელისუფლებამ 2018 წელს 33,6 ტონა კოკაინი ამოიღო.