კოსოვოში უცნობმა პირებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა სამი ადამიანი
კოსოვოში უცნობმა პირებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა სამი ადამიანი

კოსოვოში უცნობმა პირებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კოსოვოს დედაქალაქიდან 90 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ დეჩანიში, ნიღბიანმა პირებმა სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რომელსაც სხვა მგზავრებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც გადაჰყავდა. დაღუპულია ავტობუსის მძღოლი და ორი არასრულწლოვანი. დაჭრილია ერთი ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელთა ინფორმაციით, ინციდენტის ტერორისტულ აქტთან დაკავშირება ნაკლებად სავარაუდოა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.