კოსოვოში ნატო-ს სამხედროებზე თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავეს
კოსოვოში ნატო-ს სამხედროებზე თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავეს

კოსოვოში ნატო-ს სამხედროებსა და მოქალაქეებზე თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი კოსოვოს სახელმწიფო პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი დაკავებული ბელგიის მოქალაქეა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2 ივნისს მამაკაცმა მოუწოდა ქალს, „მოამზადოს ტერორისტული თავდასხმები და ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მანქანების გამოყენებით განახორციელოს თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები KFOR-ის სამხედროებზე (ნატო-ს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალები კოსოვოში), ასევე საზოგადოებრივ ადგილებზე“.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი მაისში თავდასხმებს საფრანგეთსა და ბელგიაშიც გეგმავდა. საქმის სხვა დეტალები არ ვრცელდება.

კოსოვოში ნატო-ს 4500 სამხედროა განთავსებული.