კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ თაჩისა და კიდევ ცხრა პირს ჰააგის სპეციალური პროკურორის ოფისმა ბრალი წაუყენა
კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ თაჩისა და კიდევ ცხრა პირს ჰააგის სპეციალური პროკურორის ოფისმა ბრალი წაუყენა

კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ თაჩისა და კიდევ ცხრა პირს სამხედრო დანაშაულისა და მკვლელობებისთვის ჰააგის სპეციალური პროკურორის ოფისმა ბრალი წაუყენა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ოფისი კონფლიქტის დროს ეთნიკური სერბების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს იძიებს.  აღსანიშნავია, რომ ჰაშიმ თაჩი კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიას ხელმძღვანელობდა 1990-იანების მიწურულს, კოსოვოს ომის დროს, რომელსაც 10 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 1600-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. ჰაშიმ თაჩისთან ერთად, ბრალი წაუყენეს კოსოვოს ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერ ქადრი ვესელისაც.

ჰააგის სპეციალური პროკურორის ოფისში აცხადებენ, რომ აღნიშნულ 10 პირს „პასუხისმგებლობა ეკისრებათ 100-მდე მკვლელობაზე“, მათ შორის კოსოვოელი ალბანელების, სერბებისა და ბოშების, ასევე პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობაზე. ბრალდებებს შორის ასევე ფიგურირებს გაუჩინარება, დევნა და წამება.

დატოვე კომენტარი