კოსოვოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
კოსოვოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ავდულა ჰოტის „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ჰოტი მომდევო ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციის რეჟიმში იმუშავებს.

„მე არ მაქვს სხვა სიმპტომები, უბრალო მსუბუქი ხველა მაწუხებს“, – აღნიშნა ჰოტიმ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კოსოვოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 9 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, 249 კი გარდაიცვალა. „როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ბოლო კვირის განმავლობაში მოიმატა, კვირას კი გარდაცვალების 13 შემთხვევა დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი