კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი - სწორი ფეხბურთისა და „ფიზიკის“ ხარჯზე მოვიგეთ #1TVSPORT
კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი - სწორი ფეხბურთისა და „ფიზიკის“ ხარჯზე მოვიგეთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან ბათუმის ახალ არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში გამარჯვების შესახებ კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარ შალანდიმ ილაპარაკა და გამოყო მიზეზები, რომელიც მისი აზრით, გადამწყვეტი გამოდგა.

„გუშინდელ პრესკონფერენციზე ვთქვი, რომ საქართველო და კოსოვო დონით თანაბარი ნაკრებები არიან. დაძაბულ ბრძოლას ველოდი და მოლოდინი გამართლდა. ეს იყო იმ ნაკრებების მატჩი, რომელსაც ბოლო თამაშებში შედეგის მიღწევა უჭირდათ.

დღეს ჩვენ ეს მოვახერხეთ. თუმცა, წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა და ბევრი სირთულე შეგვიქმნა.

რის ხარჯზე მოიგო კოსოვომ? ჩემი აზრით, სწორი პოზიციური ფეხბურთისა და ფიზიკური გამძლეობის ხარჯზე. მეტოქეზე კომპაქტურად ვითამაშეთ და გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. ორთაბრძოლებისას კარგად გამოვიყურებოდით და ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად მომზადებულები იყვნენ. მოგება ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა.

კოსოვოს არაღიარების თემასა და ზოგადად, პოლიტიკურ თემებზე საუბარი არ მიყვარს. კოსოვოში ვმუშაობ და ფეხბურთი მაინტერესებს. საქართველოში ყველა კარგად შეგვხვდა, ფეხბურთის ფედერაციისგან და ყველა ადამიანისგან პატივისცემას ვგრძნობდით“.