კოსოვოს Interpol-ის წევრობაზე უარი უთხრეს

17:03, 20.11.2018

Interpol-ის წევრობაზე კოსოვოს უარი უთხრეს. ორგანიზაციის წევრობის მოთხოვნა ორგანიზაციის წევრებმა გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს. კოსოვოს მოთხოვნას ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა. სერბეთის ხელისუფლებამ Interpol-ის გადაწყვეტილებას გამარჯვება უწოდა.

რუსეთისგან მხარდაჭერილი სერბეთი კოსოვოს გაწევრიანების დაბლოკვას ლობირებდა. Euronews-ი წერს, რომ გაწევრიანების შეთხვევაში, კოსოვოს Interpol-ისგან „წითელი ცირკულარის“ მოთხოვნის შესაძლებლობა გაუჩნდებოდა, რასაც კოსოვოში ომის დამნაშავეებად აღიარებული სერბების დასაკავებლად გამოიყენებდა.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, თუმცა სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

მსგავსი