კოსოვოელებმა შვეიცარიელები აღაშფოთეს - მათ „ბაზელის“ თავდამსხმელის ნატურალიზაცია სურთ
კოსოვოელებმა შვეიცარიელები აღაშფოთეს - მათ „ბაზელის“ თავდამსხმელის ნატურალიზაცია სურთ

ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსთან მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე მაკედონია-კოსოვოს წყვილის გამარჯვებული იქნება. კოსოვოელები მატჩამდე გაძლიერებას ცდილობენ და „ბაზელში“ მოთამაშე თანამემამულის დამატება სურთ, რამაც შევიცარიელთა პროტესტი გამოიწვია.

მათ „ბაზელის“ 18 წლის ფეხბურთელის, ორჯეს ბუნჯაკუს გადაბირება სურთ, რომელიც წარმოშობით კოსოვოელია, მაგრამ შვეიცარიაშია გაზრდილი და ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ახლა კი 19-წლამდელების საუკეთესო ბომბარდირი და შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე დიდი იმედია.

შვეიცარიულმა გამოცემა „ბლიკის“ წერილიდან ირკვევა, რომ თავად ფეხბურთელი შეთავაზებაზე თავს იკავებს, ხოლო სერბული გამოცემა „მონდო“ ამტკიცებს, რომ კოსოვოელთა წინადადებით შვეიცარიელები აღშფოთებულები არიან.

„კოსოვო შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშის, 18 წლის ორჯეს ბურჯაკის გადაბირებას ცდილობს. მან მიიღო შეთავაზება დაუყოვნებლივ იასპარეზოს კოსოვოს ნაკრებში. მის ასაკში, ძნელია წინააღმდეგობა გაუწიოს ასეთ შეთავაზებას. ნიჭიერმა ნახევარმცველმა „ბაზელის“ მთავარი გუნდის მაისური ოთხჯერ მოირგო და დაამტკიცა, რომ ნამდვილი საფეხბურთო მარგალიტია. შვეიცარიელები მისი გადაბირების სურვილით აღშფოთებულები არიან,“ – წერს სერბული გამოცემა.