კოსოვოელების ისტორიული მიღწევა - მარგველაშვილის „შკუპი“ ჯგუფში ვერ შევიდა #1TVSPORT
კოსოვოელების ისტორიული მიღწევა - მარგველაშვილის „შკუპი“ ჯგუფში ვერ შევიდა #1TVSPORT

გაგა მარგველაშვილის გუნდი, ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი „შკუპი“ კოსოვოს „ბალკანეთან“ კონფერენს ლიგის პლეიოფის განმეორებით მატჩიც დამარცხდა 1:0 და ევროგათამაშების ჯგუფის მიღმა დარჩა.

გასულ კვირას სკოპიეში, ტოდორ პროესკის არენაზე, 1:2 დამარცხების შემდეგ, „შკუპი“ კოსოვოს გუნდს პრიშტინაში ესტუმრა. მარგველაშვილი ჩრდილომაკედონიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 23-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

უკვე მე-2 წუთზე მთავარმა არბიტრმა სტუმართა ცენტრალურ მცველს, ჯელილ აბდულას წითელი ბარათი აჩვენა და „შკუპის“ საქმე კიდევ უფრო გართულდა. რიცხობრივ უპირატესობაში მყოფი მასპინძლები თამაშს აკონტროლებდნენ და 69-ე წუთზე მერიტონ კორენიცას გატანილი გოლით 1:0 მოიგეს. ორი მატჩის ჯამში, „ბანკანმა“ 3:1 მოიგო (2:1, 1:0) და გახდა პირველი კლუბი კოსოვოდან, რომელმაც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპამდე გააღწია.

„შკუპი“ და მარგველაშვილი თამაშს ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ლიგაში გააგრძელებენ, სადაც გასულ სეზონში მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცდებიან.