კოსმოსურ სადგურზე ტურები იგეგმება - ერთი ღამის გატარება 35 000 დოლარი ეღირება
კოსმოსურ სადგურზე ტურები იგეგმება - ერთი ღამის გატარება 35 000 დოლარი ეღირება

ნასა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კარს ტურისტებს გაუღებს. როგორც აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში განაცხადეს, ერთი ღამის გატარება კოსმოსურ სადგურზე ტურისტს 35 000 დოლარი დაუჯდება. როგორც უკვე ცნობილია, მოკლევადიანი კოსმოსური მისიები დედამიწის ორბიტაზე მდებარე სადგურზე წელიწადში ორჯერ გაიგზავნება.

როგორც ნასა-ში ამბობენ, კერძო პირებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დარჩენა 30 დღე შეეძლებათ.

კოსმოსში გამგზავრებამდე მსურველებს ფიზიკური და სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევთ.

კოსმოსური ტურების დაწყებას ნასა 2020 წლიდან გეგმავს. ტურისტებისთვის სამგზავრო ხომალდებს ააგებენ ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსი“ და „ბოინგი“.

2001 წელს პირველის კოსმოსური ტურისტი ამერიკელი ბიზნესმენი დენის ტიტო გახდა, რომელმაც ორბიტაზე ვიზიტისთვის რუსეთს 20 მილიონი დოლარი გადაიხდა.