კორსანტია და ტურძილაძე საფრანგეთში ითამაშებენ
კორსანტია და ტურძილაძე საფრანგეთში ითამაშებენ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრები გიორგი კორსანტია და გიორგი ტურძილაძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებენ. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმა კონტრაქტი რანგით მესამე MN 1-ის დივიზიონის გუნდებთან გააფორმეს. 22 წლის გიორგი ტურძილაძე „რუეილის“ ღირსებას დაიცავს, 21 წლის გიორგი კორსანტია კი „კაენში“ ითამაშებს.

ორივე კალათბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გასულ თებერვალს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე შვეიცარიასთან გამართა. ტურძილაძე სუპერლიგის ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატ „თსუ“-ს ქულებშით (16.8) ლიდერობდა, ხოლო კორსანტია – მოხსნებში (11.5).

კორსანტიას გუნდში ორი ლიეტუველი და ხუთი აფრიკელი კალათბურთელია, ხოლო ტურძილაძის „რუეილში“ ამერიკელი, ბოსნიელი და შვეიცარიელი კალათბურთელები თამაშობენ.