კორონავირუსთან საბრძოლველად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში ექსპერტებს აგზავნის

01:33, 10.02.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში ექსპერტებს აგზავნის. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს ექიმი ბრიუს ეილვარდი ხელმძღვანელობს.

ექსპერტები ჩინელ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და ადგილზე გაეცნობიან არსებულ მდგომარეობას.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მაშტაბით კორონავირუსის 37 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსი 28 ქვეყანაში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი შემთხვევა აზიის ქვეყნებში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 813 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი