კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა თანამდებობა დატოვა
კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

კორონავირუსის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა, სკოტ ატლასმა თანამდებობა დატოვა. „როიტერი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, რომ ოთხთვიანი მუშაობის განმავლობაში, სკოტ ატლასს კორონავირუსთან ბრძოლის სამიზნე ჯგუფის სხვა წევრებთან მუდმივი უთანხმოება ჰქონდა.

ნეიორორადიოლოგ სკოტ ატლასს აშშ-ის ჯანდაცვის ექსპერტები, მათ შორის აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი, ღიად აკრიტიკებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიაზე ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეცდომაში შემყვან ან არასწორ ინფორმაციას აწვდიდა.

„როიტერი“ წერს, რომ სკოტ ატლასი სახის ნიღბების ტარებას აკრიტიკებდა და მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ ჩაკეტვები იყო „ეპიკური მარცხი“ ვირუსის გავრცელების შეჩერებაში.