კორონავირუსმა NHL-ში ჰოკიჯოხების დეფიციტი შექმნა
კორონავირუსმა NHL-ში ჰოკიჯოხების დეფიციტი შექმნა

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში კორონავირუსის გამო უცნაური სიტუაციაა შექმნილი. ჩინეთში მძვინვარე ეპიდემიამ NHL-ში ყვანჯების დეფიციტი წარმოშვა, – იტყობინება The Boston Globe.

ლიგის ჰოკეისტების უმეტესი ნაწილი (75 პროცენტი) იყენებს ჩინური წარმოშობის ყვანჯებს, მაგრამ ეპიდემიის აფეთქებამ შეაფერხა ჩინეთიდან ჩრდილოეთ ამერიკაში ამ სათამაშო ინვენტარის ექსპორტი.

როგორც ირკვევა, ზოგიერთ კლუბში შეზღუდვებიც კი დაწესდა – მოთამაშეზე მაქსიმუმ ერთი ყვანჯი ვარჯიშისას და ორი – მატჩის დროს.