კორონავირუსმა ჩემპიონთა ლიგის ყოფილი მონაწილე შეიწირა - „ჟილინამ” ლიკვიდაცია გამოაცხადა
კორონავირუსმა ჩემპიონთა ლიგის ყოფილი მონაწილე შეიწირა - „ჟილინამ” ლიკვიდაცია გამოაცხადა

სლოვაკურმა საფეხბურთო კლუბმა „ჟილინამ“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ 1 აპრილიდან თვითლიკვიდაციის პროცესს დაიწყებს. კლუბის დაშლის მიზეზად თანხების ნაკლებობა დასახელდა.

„კლუბის დაფინანსების სტრატეგია ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზეა დაფუძნებული. 2020 წლის კლუბის ბიუჯეტი ემყარებოდა ზაფხულში მოთამაშეთა ტრანსფერებიდან მისაღებ შემოსავლებზე. დღეს უფრო აშკარაა, რომ საზაფხულო ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავალი ნულის ტოლფასი იქნება. სალიკვიდაციო პროცესმა შეიძლება შეამციროს ზეწოლა, რომლის განხორციელებაც დაგვჭირდება უახლოეს მომავალში”- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ჟილინა“ 1908 წელს დაარსდა და ამავე სახელის მქონე ქალაქის სიამაყე იყო. 11 სეზონის განმავლობაში გუნდს მესამე ადგილზე ქვემოთ არ დაუმთავრებია ჩემპიონატი, სლოვაკეთის შვიდგზის ჩემპიონი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, ხოლო 2010-2011-ში ჩემპიონთა ლიგის მონაწილე იყო.

ჟილინაში“ ქართველ ფეხბურთელებსა უთამაშიათ- გიორგი ციმაკურიძეს, ლუკა ლოჩოშვილსა და გიორგი თევზაძეს.