კორონავირუსმა ბელგიელები ვერ შეაშინა, ქართველების „გენტი“ ევროპალიგას დაემშვიდობა
კორონავირუსმა ბელგიელები ვერ შეაშინა, ქართველების „გენტი“ ევროპალიგას დაემშვიდობა
„გენტმა“ ევროპის ლიგის 1/16 ფინალში „რომას“ უმასპინძლა და ორი მატჩის ჯამში გათამაშებას გამოეთიშა.
 
მატჩამდე ბელგიური გუნდის ოფიციალურმა გვერდმა უარყო ხმები, თითქოს, კორონოვირუსის გამო მატჩი ჩაიშლებოდა. გუნდის ცნობით, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ დაასკვნეს, რომ მატჩის ჩასაშლელად არანაირი არგუმენტი არ არსებობდა.
„გელამჰო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა 25-ე წუთზე ჯონათან დავიდის გოლით დაწინაურდა. მაგრამ 4 წუთში იტალიელებმა ჯასტინ კლიუვერტმა წონასწორობა აღადგინა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.
ბელგიური გუნდის სათადარიგოებში იყვნენ გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე, რომლებიც მოედანზე შეცვლაზე ერთდროულად, 66-ე წუთზე შევიდნენ. ქართველები თამაშის გამწვავებას ცდილოდბდნენ, მაგრამ იტალიელებმა დაცვაში საიმედოდ ითამაშეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს.
ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომას“ გამარჯვებით – 1:0 დასრულდა, ორი შეხვედრის ჯამში იტალიელებმა 2:1 მოიგეს და ევროპის ლიგის მერვედფინალში გავიდნენ.