კორონავირუსით ინფიცირებული „მონპელიეს“ მოთამაშე ხელოვნურ კომაში მოხვდა
კორონავირუსით ინფიცირებული „მონპელიეს“ მოთამაშე ხელოვნურ კომაში მოხვდა

„მონპელიეს“ ნახევარმცველი სალომონ სამბია, რომელსაც ორი დღის წინ კორონავირუსის ინფექცია შეეყარა, ხელოვნურ კომაში იმყოფება. ამის შესახებ განაცხადა 23 წლის ფეხბურთელის აგენტმა ფრედერიკ ლა გერამ.

„მას სამი დღე მძიმე დიარეა ჰქონდა. სამშაბათს დილით, საავადმყოფოში წავიდა, სადაც COVID-19-ზე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ის ოთხშაბათს შინ დაბრუნდა, მაგრამ ფილტვებთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესდა. ისევ იგივე საავადმყოფოში გაემგზავრა, შემდეგ ორჯერ გამოიცვალა კლინიკა, სანამ ხელოვნურ კომაში მოხვდებოდა“, – განაცხადა ლა გერამ.

28 ტურის შემდეგ, „მონპელიე“ საფრანგეთის ჩემპიონატში მერვე ადგილზეა. ნახევარმცველმა სამბიამ 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.