კორონავირუსით ინფიცირებული დორის ბურკი თავს კარგად გრძნობს და დიდი ალბათობით ვირუსს მალე დაამარცხებს
კორონავირუსით ინფიცირებული დორის ბურკი თავს კარგად გრძნობს და დიდი ალბათობით ვირუსს მალე დაამარცხებს

ESPN-ის ანალიტიკოსს დორის ბურკს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ირკვევა, ჟურნალისტი თავს კარგად გრძნობს და გამოჯანმრთელების გზაზეა. ბურკს ერთი ასეთი ინიციატივაც აქვს – მას შემდეგ, რაც ვირუსს დაამარცხებს, დორისი აპირებს საკუთარი ძალისხმევა მიმართოს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც კორონავირუისს ებრძვიან. ბურკს სურს, რომ პაციენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და ვირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს.

დორის ბურკი ასევე, საკუთარი ექიმზე ენტონი ფაუციზე დაყრდნობით, მზად არის, საკუთარი სისხლის დონაცია მოახდინოს იმისათვის, რომ ექიმებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს. მისი ორგანიზმი ინფექციას იოლ ფორმებში, წარმატებით ებრძვის, აქედან გამომდინარე დორისის იმუნურ სისტემაზე დაკვირვება მედიკოსებისთვის, შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს.