კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს ისრაელი ელექტრონული თვალთვალის სისტემით გამოავლენს
კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს ისრაელი ელექტრონული თვალთვალის სისტემით გამოავლენს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დროებით დაიხურება საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე გასართობი ობიექტები, რესტორნები და კაფე-ბარები. თუმცა, ფუნქციონირებას განაგრძობენ სურსათის მაღაზიები და ბენზინგასამართი სადგურები.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მათ, როგორც მთავრობამ, ასევე მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა არც თავად დაინფიცირდნენ და არც სხვა დააინფიცირონ.

ისრაელის პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სწრაფად აღმოფხვრა. ამ მიზნით, ხელისუფლება პირებს, რომელთანაც ინფიცირებულებს ჰქონდათ კონტაქტი, ელექტრონული თვალთვალის სისტემით გამოავლენს.