კორონავირუსით დაინფიცირებულები „ფილადელფიასა“ და „დენვერშიც“ აღმოჩნდნენ
კორონავირუსით დაინფიცირებულები „ფილადელფიასა“ და „დენვერშიც“ აღმოჩნდნენ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ორმა გუნდმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მათ ირგანიზაციაში კორონავირუსით დაინფიცირებულები არიან.

„ფილადელფიამ“ სამი შემთხვევა დაადასტურა, „დენვერმა“ კი ერთ დაინფიცირებულ პიროვნებაზე განაცხადა. დაინფიცირებულთა ვინაობას გუნდები ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუმცა ყველა მათგანი იზოლირებულია და მედიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში ნბა-ში დაინფიცირებლთა შემთხვევები გაიზარდოს.